21 საუკუნის ადამიანი ინფორმაციის ზღვაში ცხოვრობს და ბევრჯერ არ იცის როგორ გაუმკლავდეს ინფორმაციის ქაოსს. ყველაზე საუკეთესო გამოსავალია ვისწავლოთ საკუთარ თავში ინფორმაციის შეფასება, დახარისხება და დამახსოვრება-შევიქმნათ თვითორგანიზებადი სასწავლო გარემო.
Coursera.org გვთავაზობს ონლან კურსებს,
სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია,
ვიდეოგაკვეთილებისა და სავარჯიშოების მეშვეობით, გაიღრმავოს ცოდნა მისთვის საინტერესო
საკითხში.
ქართული აუდიტორიის დაინტერესების მიზნით, გვინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი კურსის
შინაარსი. კურსის სათაურია „ როგორ ვისწავლოთ“ (How to learn).
1.ნაწილი
როგორ ვფიქრობთ?
ჩვენს ტვინს განუსაზღვრელი შესაძლებლობები
აქვს , მაგრამ სამწუხაროდ გამოყენების ინსტრუქცია არ მოყვება. მისი ყველაზე დიდი უნარია
ის, რომ მას ყოველდღიურად უამრავი რამის სწავლა შეუძლია. მთავარია შევიცვალოთ არასწორი
დამოკიდებულება სწავლის მიმართ (ასეთის არსებობის შემთხვევაში ) ,დავძლიოთ შიში და
იმედგაცრუება. ჩამოვიყალიბოთ ისეთი მიდგომა, რომელიც საშუალებას მოგვცემს უფრო საფუძვლიანად
ვისწავლოთ, თავი დავიცვათ ფრუსტრაციისაგან,
ადვილად“დავიჭიროთ“ სასწავლი თემის ძირითადი
იდეა და ასევე დიდი მასალიდან მოვძებნოთ ის,
რაც გვჭირდება ან გვაინტერესებს.
რას ვაკეთებთ მაშინ, როცა რაიმეს ვერ ვსწავლობთ? იქნებ სწავლა უფრო გაგვიადვილდეს,
თუ ცოტა მეტს შევიტყობთ ჩვენი ტვინის მუშაობის შესახებ.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს ფიქრის ორგვარი მეთოდი აქვთ ფოკუსირებული და დიფუზიური. ფოკუსირებულია ფიქრი, როდესაც რაიმეს გაგებასა და სწავლას კონცენტრირებულად
ვცდილობთ. დიფუზიური კი თავისუფალი ფიქრია, რომელიც ფანტაზიასა და შემოქმედობითობასთანაა
კავშირში და გონების დაუძაბავ, მოდუნებულ მდგომარეობას შეესაბამება.
მოდით გავიხსენოთ
არაორდინალური გენიოსები, მაგალითად სალვადორ დალი, რომელსაც თურმე ფიქრის საკუთარი
მეთოდი ჰქონდა. იგი თავისუფლად იჯდა სავარძელში,
ხელში გასაღები ეჭირა და ფიქრობდა საკუთარ იდეებზე. მალე ოცნება სიზმარში გადადიოდა, გასაღები ხელიდან უვარდებოდა და იღვიძებდა. ამ დროს იგი ასწრებდა სიზმრისეული
დიფუზიური იდეები დაეჭირა , გამოფხიზლებულიყო და ფოკუსირებული იდეებისათვის შეეერთებინა.
ასე ქმნიდა სურეალისტურ შედევრებს.
მაგრამ რა ქნას მან , ვინც ზუსტ მეცნიერებებს სწავლობს? აღმოჩნდა, რომ თურმე
თომას ედისონსაც ფიქრის ფაქტიურად იგივე მეთოდი ჰქონია. ანუ ერთმანეთს ანაცვლებდა დიფუზიურ
და ფოკუსირებულ ფიქრს.
ახალი მასალის სასწავლად, დასამახსოვრებლად და მით უმეტეს პრაქტიკული იდეის მისაღებად
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწავლა შეიძლება მძლეოსნის შრომას შევადაროთ- ის ხომ დიდი
ხნის განმავლობაში ყოველდღიურად ავარჯიშებს კუნთებს და არა შეჯიბრებამდე ერი დღით ადრე.
სწავლას დრო სჭირდება!
თუ რაიმეს გაკეთება ნამდვილად არ გინდა, ტვინში აქტიურდება ისეთი
არეალები, რომლებიც ტკივილისმაგვარ შეგრძნებებს იწვევს. ტვინი ლოგიკურად ცდილობს ჩვენი
ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. ამ დროს უნდა მივმართოთ ხრიკს: დავინიშნოთ საათი
და 25 წუთი არაფერს მივცეთ უფლება, ჩვენი ყურადღება მოადუნოს, 25 წუთი ხომ ყველა შეძლებს
კონცენტრაციას. შემდეგ შეგვიძლია ჩვენი თავი შოკოლადითა და ყავთ წავახალისოთJ
ფოკუსირებული ფიქრი მაგალითად გამრავლებისას დაგეხმარება. დიფუზიური კი პრობლების ახლებური გადაჭრის გზის დასახვაში,
ან რაიმე ნოვატორულის გამოგონებაში შეგვიწყობს ხელს.
გახსენება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია.თუ
რაიმეს კარგად ვისწავლით, ხანგრძლივ მეხსიერებაში ვინახავთ და საჭიროებისამებრ შეგვიძლია
გამოვიძახოთ.
დღის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმში ბევრი საზიანო ნივთიერება გროვდება,
ამიტომ მნიშნველოვანია, რომ გამოცდის წინ კარგად დავიძინოთ, რათა ორგანიზმმა ამ ნივთიერებებებიგან გათავისუფლება მოახერხოს.
ასევე მოძრაობა, ფიზიკური აქტივოვა ხელს უწყობს დამახსოვრებასა და სწავლის უნარს ზრდის.
როგორ დავალაგოთ ინფორმაცია გონებაში? რა
არის ინფორმაციის ერთიანობა ? ინფორმაციების ერთმანეთთან დაკავშირება მენტალური პროცესია
და მსგავსი ინფორმაციების ერთმანეთთან ლოგიკური მოზაიკის სახით შეერთებას გულისხმობს.
ფაქტების ზეპირად სწავლა მათი გააზრების გარეშე
ვერ დაგვეხმარება საკითხის არსის გაგებაში და იმის დანახვაში, რა კავშირშია
ეს საკითხი სხვასთან. ცოდნა მოზაიკასავით უნდა ავაწყოთ.
საკითხების შემთხვევითი დაკავშირება დიფუზიური ფიქრის მახასიათებელია. ფოკუსირებული
ფიქრი კი ინფორმაციებს მოზაიკასავით აწყობს. გადაღლილ, დაძაბულ და სტრესის ქვეშ მყოფ
ტვინს ამის უნარი არ აქვს. როდესაც გონებაში
ცოდნის საკმაოდ დიდი მოზაიკა აეწყობა, იწყება შემოქმედებითი და თავისუფალი აზროვნება
საკითხის ირგვლივ. ძირითადი იდეა გააზრებული გვაქვს და ადვილად გვახსენდება დეტალებიც.
როდესაც ვსწავლობთ რაიმე სიმღერას (სიმღერა შეიძლება აღვიქვათ როგორც ინფორმაციის შედარებით დიდი ერთიანობა),ჯერ სხვის ნამღერს მოვუსმენთ ბოლომდე, შემდეგ გავითავისებთ მის პატარა მონაკვეთებს, რამოდენიმე დღე ვივარჯიშებთ იმაში, თუ როგორ ეცვლება აკორდი აკორდს. ამის შემდეგ გაგვიადვილდება სიმღერა.
როდესაც ვსწავლობთ რაიმე სიმღერას (სიმღერა შეიძლება აღვიქვათ როგორც ინფორმაციის შედარებით დიდი ერთიანობა),ჯერ სხვის ნამღერს მოვუსმენთ ბოლომდე, შემდეგ გავითავისებთ მის პატარა მონაკვეთებს, რამოდენიმე დღე ვივარჯიშებთ იმაში, თუ როგორ ეცვლება აკორდი აკორდს. ამის შემდეგ გაგვიადვილდება სიმღერა.
სპორტის, მაგ. კალათბურთის სწავლისას ჯერ პატარ- პატარა უნარებს სწავლობს სპორტსმენი
და შემდეგ ამ უნარებს აერთიანებს თამაშის დროს მექანიკური რეაქციების სახით.
მათემატიკის დავალების ნიმუშის მიზანია გავითავისოთ , რა როლს ასრულებს თითოეული
ნაბიჯი, რატომ მოსდევს ერთი ნაბიჯი მეორეს და რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ.
ინფორმაციის გაერთიანებისათვის
1)
პირველი ნაბიჯია კონცენტრაცია.
გამორთოთ ტელევიზორი, გვერდზე გადავდოთ ტელეფონი და შევეცადოთ ძველი ინფორმაციის ხატი
გონებაში ახალს დავუკავშიროთ.
2)
მეორე ნაბიჯია ინფორმაციის ძირითადი იდეის დაჭერა. ამაში ფოკუსირებული და დიფუზიური ფიქრის ერთმანეთთან
დაკავშირება დაგვეხმარება.
3)
გაგება-გააზრება სუპერწებოს ფუნქციას ასრულებს.
იგი ინფორმაციის სხვადასხვა ელემენტების გახსენება- დაკავშირებაში დაგვეხმარება. ნამდვილი
გაგება ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია რაიმე თვითონ
გააკეთო: ამოხსნა მაგალითი, იმღერო, დახატო.
4)
შემდეგი მნიშვნელოვანი საფეხურია კონტექსტი. უბრალოდ გამოყენება კი არ უნდა ვიცოდეთ, უნდა შეგვეძლოს შესაფერის ადგილას გამოვიყენოთ.
ვიდრე წიგნის
რომელიმე თავის კითხვას დაიწყებთ, გადაფურცლეთ, გადაიკითხეთ რა სათაურებსა და ილუსტრაციებს
მოიცავს. ჯერ ისწავლეთ მნიშვნელოვანი კონცეფციები, განიხილეთ დიაგრამები და შემდეგ
ცოდნის დეტალებით შევსება აღარ გაგიჭირდებათ.
5)
გააზრებული გახსენება: ერთი და იგივე საკითხის
მრავალჯერ წაკითხვის მაგივრად, დახურეთ წიგნი, გაიხედეთ შორს და შეეცადეთ გაიხსენოთ
რა დაგამახსოვრდათ. ამ ხერხს რამოდენიმეჯერ თუ გაიმეორებთ, დაგეხმარებათ ყოველ ჯერზე
საკითხში უფრო და უფრო ღრმად გაერკვიოთ.
6)
მონიშნეთ ინფორმაციის ძალიან მცირე
ნაწილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიგანიათ. არეზე ჩაინიშნეთ ძირითადი იდეები.
სახიფათოა „ცოდნის ილუზია“, როცა ნაცნობ საკითხს სწავლობთ და გგონიათ იცით. ამ დროს
აუცილებლად უნდა მიმართოთ გააზრებულ გახსენებას. თუ შეცდომას დაუშვებთ, აუცილებლად
გაასწორეთ, რაც აზროვნების სწორი მიმართულებით წარმართვაში დაგეხმარებათ.
7)
შეეცადეთ გაიხსენოთ ნასწავლი განსხვავებულ გარემოში, ანუ იქ სადაც არ გიმეცადინიათ. იმიტომ რომ,ზოგჯერ
სამუშაო ოთახში არსებული გარებო გახსენებაში გვეხმარება. გამოცდაზე კი ვიბნევით.
ინოვაციური
იდეების გენერირებისათვის სასარგებლოა პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა წიგნის კითხვა
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს საშუალებას მოგცემთ ბევრ ინფორმაციას ფლობდეთ
აქტიური მარაგის სახით, ადარებდეთ და უკავშირებდეთ ერთმანეთს და თქვენეულ ნოვატორულ
იდეებზე ფიქრობდეთ. ამ მეთოდს მიმართავს თურმე ბილ გეითსი J
მაშ ასე, საკუთარი
ფიქრისა და სწავლის ჩვევის შესახებ მეტი ცოდნა,
მათი მართვა დაგვეხმარება სწორად მივმართოთ გონება, პროდუქტიულად გამოვიყენოთ
დრო და გავხდეთ ეფექტური თვითმსწავლელი. რაც მთავარია, სწავლა გახდება უფრო სასიამოვნო
პროცესი.
შემდეგ სტატიაში
შევეხებით გონების მუშაობაზე ჰორმონების ზემოქმედებასა და მათი ჩვენს სასარგებლოდ გამოყენების ხერხებს.