ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ინფორმაციის ორგანიზაციულ წარმოებას, შენახვას, მოძიებას, და გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აკადემიური საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპის ზუსტ ტერმინზე. სხვადასხვა წყაროებში ვხვდებით პოსტ-ინდუსტრიულ საზოგადოებას, ინფორმაციულ საზოგადოებას, ცოდნის საზოგადოებას და ა.შ. შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ქვემოთ მოცემულ ტექსტში ინფორმაციულ საზოგადოებას გამოვიყენებთ.
ვიკიპედია ინფორმაციულ საზოგადოებას შემდეგნაირად განმარტავს: ეს არის საზოგადოება, სადაც ინფორმაციის შექმნა, გავრცელება, გამოყენება, ინტეგრაცია და მანიპულაცია მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული აქტივობაა. მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა ციფრული ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებია, რომლებმაც ინფორმაციული აფეთქება გამოიწვია და მნიშვნელოვნად შეცვალა სოციალური ორგანიზების ყველა ასპექტი, ეკონომიკის ჩათვლით. (https://en.wikipedia.org/wiki/Information_society)
ბიზნეს ლექსიკონის განმარტებით ინფორმაციული საზოგადოება პოსტ-ინდუსტრიული საზოგადოებაა, სადაც ინფორმაციული ტექნოლოგიები მთლიანად ცვლიან კულტურულ, ეკონომიკურ, სოციალურ ცხოვრებას, და ის ინფორმაციის შექმნასა და გავრცელებას ეფუძნება.
(http://www.businessdictionary.com/definition/information-society.html)
ცხადია, რომ ინფორმაციული საზოგადოების განვითარებას ხელს უპირველეს ყოვლისა ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება უწყობს, რაც თავის მხრივ სტრუქტურულ ცვლილებებს განაპირობებს ეკონომიკაში და ზოგადად სამუშაო პროცესებში. ეკონომიკის სტრუქტურა ლოკალურიდან გლობალური ხდება. მზარდი კონკურენციის პირობებში ინოვაცია აუცილებელი პრერეკვიზიტია პროდუქციის გასაუმჯობესებლად. ინფორმაცია/ცოდნა კი ინოვაციისთვის აუცილებელი პირობაა. იცვლება სამუშაო პროცესები. ტრადიციულად პროდუქციისა და სერვისის წარმოება მხოლოდ კომპანიის შიგნით შესაძლებლობებზე იყო დამოკიდებული, რასაც მუშახელის წინასწარ განსაზღვრული ცოდნა და უნარები, ასევე წინასწარ განსაზღვრული პროცესები სჭირდებოდა. დაქირავებული მუშახელი მინიმალურად მონაწილეობდა ცოდნის შექმნაში და შიდა კომუნიკაცია, მათ შორის ცოდნის გავრცელებაც, ძირიდად ზემოდან ქვემოთ ვერტიკალზე ხდებოდა. ცვლილებები გარემო პირობებში ძალიან ნელა მიმდინარეობდა. ინფორმაციულ საზოგადოებაში სამუშაო უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული ხდება, ის თანამშრომლობასა და მასში მონაწილე ადამიანების კომპეტენციებს ეფუძნება. გარემო დინამიურია და ითვალისწიებს კლიენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს, რაც მათ ჩართულობას და უშუალო კომუნიკაციას უზრუნველყოფს. პროცესები ცვალებადი გარემოს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე სწრაფ რეაქციას, პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ და მოქნილ მიდგომებს მოითხოვს.
ინფორმაციული საზოგადოების დამკვიდრებას 3 ტიპის დისკურსი ახლავს თან:
ა) შიში რომ ინტერნეტით ხდება მხოლოდ სიძულვილის ენის შემცველი, ძალადობრივი შინაარსის მასალების გავრცელება.
არ უნდა დავივიწყოთ რომ არაფერი მისტიური ინტერნეტში არ ხდება, ის მხოლოდ ასახავს მსოფლიოს ისეთს, როგორიც ის ჩვენს გარშემოა. უფრო მაშტაბურად თუ შევხედავთ საკითხს, ეს ორი ცნება სულაც არაა ერთმანეთის იდენტური. ინტერნეტი მსოფლიოს დამაკავშირებელი ქსელია, მაშინ როდესაც ინფორმაციული საზოგადოება სოციალური არსებობის ფორმაა.
ბ) კამათი ე.წ. ფუტუროლოგისტებსა და რეალისტებს, ანუ მიწაზე უფრო მყარად მდგომ ადამიანებს, შორის.
ფუტუროლოგისტები მომავლის ათასგვარ კონცეფციებს სახავენ, სადაც ტექნოლოგიები ყოველგვარი სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრის ინსტრუმენტადაა დასახული. ასეთ ხიბლშიც ნუ ჩავვარდებით. არ დავივიწყოთ, მართალია ტექნოლოგიები მთელ რიგ შემთხვევებში ცხოვრებას გვიმარტივებენ, მაგრამ ახალ თავსატეხებსაც გვიჩენენ, მაგ. ერთი მხრივ მარტივია საბანკო გადარიცხვის გზით სასურველი პროდუქტების სახლიდან გაუსვლელად შეძენა, მაგრამ მეორე მხრივ ჩნდება საბანკო ანგარიშის მოპარვის შესაძლებლობები.
გ) ცხარე კამათი ტექნოლოგიების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.
ტექნოლოგიების მომხრეებს სჯერათ, რომ ტექნოლოგიები ადამიანებს ფიზიკური შრომისგან გამოათავისუფლებს და ხელს შეუწყობს კაცობრიობის კეთილდღეობას. მოწინააღმდეგეები კი შიშობენ, რომ ტექნოლოგიებით ადამიანთა კონტროლი და დაქვემდებარება გაძლიერდება, ჭკვიანი მანქანები კი ადამიანთა მოდგმას გაანადგურებენ. რაც არ უნდა ბევრი ვიმსჯელოთ ამ საკითხის ირგლივ, ერთი რამ გარდაუვალია, სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობის ცვლილება. ტექნოლოგიების საშუალებით სახელმწიფოს მოქალაქეზე დაკვირვებისა და კონტროლის საშუალება უჩნდება. მოქალაქეების ხელში კი ინფორმაციაზე მარტივი წვდომაა, რომლის გამოყენებაც კონტროლირებადი სახელმწიფო მექანიზმის წინააღმდეგ შეუძლიათ. ერთმანეთის პარალელურად სწრაფად იზრდება ერთი მხრივ ინდივიდუალური თავისუფლება, და მეორე მხრივ სახელმწიფოს გამჭვირვალობა. ორივე მხარეს აქვთ თავისი ინტერესები, ისინი ახალ პროცესებში ერთვებიან და ახალ რესურსებთან აქვთ წვდომა.
ინფორმაციული საზოგადოების განვითარების დონე ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა ინდექსებით დგინდება, მათ შორისაა:
- ITU-International Telecommunication Union https://www.itu.int/en/ITU-D/Statistics/Documents/publications/misr2016/MISR2016-w4.pdf;
- World Summit Information System Action Lines-Sustainable Development Goals Matrix - https://www.itu.int/net4/wsis/sdg/Content/wsis-sdg_matrix_document.pdf
- Network Readiness Index 2016 by World Economic Forum - http://www3.weforum.org/docs/GITR2016/WEF_GITR_Chapter1.1_2016.pdf
Saturday, February 11, 2017
ინფორმაციული საზოგადოება: სად ვცხოვრობთ?
მასალის მომზადებისას გამოყენებული იყო: Pinter, R., & Dessewffy, T. (2008). Information Society–From Theory to Political Practice. Courbook/Condolat–Uj Mandatum, Budapest.
შესახებ Unknown
ავტორის შესახებ მოკლე ინფო, სულაც ერთი აბზაცი