Sunday, February 12, 2017

ნინა ბიწკინაშვილი

10 საუკეთესო ვებ-რესურსი ონლაინ კითხვარებისა და ტესტების შესაქმნელად



მათთვის, ვინც ჯერ არ იცნობთ და არც მოგისინჯავთ ონლაინ კითხვარის, ან ტესტის შექმნა/გამოყენება, გთავაზობთ ადვილად სამართავ, ხელმისაწვდომ, ჩვენთვის საყვარელ ვებგვერდების ჩამონათვალს, სადაც მარტივად შეძლებთ შექმნათ და გააზიაროთ  ონლაინ ტესტი. გარდა ამისა, მათი გამოყენება წარმატებით შეიძლება  სხვადასხვაგვარი  კითხვარების  (საბავშო გასართობი კითხვარიდან დაწყებული და სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ტესტური დავალებებით დამთავრებული) შესაქმნელად, თანაც დიზაინის ფართო არჩევანით.





ქვემოთ მოცემულ თითოეულ ინტერნეტ რესურსს მოხმარების სხვადასხვა მახასიათებელი გააჩნია. ამჯერად, შევეცდები შემოგთავაზოთ ვებგვერდები, რომლებიც გამოირჩევა არამარტო პოპულარობით, არამედ სიმარტივით, რათა ადვილი და მოსახერხებელი იყოს   საგაკვეთილო პროცესების თუ სხვა პედაგოგიური საქმიანობისთვის საჭირო მასალების შექმნა/გამოყენება ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით.

გთხოვთ, გაეცნოთ თითოეულ რესუსრსს, გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები და სურვილები იმის შესახებ, თუ რომელი რესურსი მოგეწონათ და გსურთ დაწვრილებითი ინფომაციის მიღება ქართულ ენაზე.  ასევე გთხოვთ, ეს სტატია და თქვენს მიერ შექმნილი რესურსები გაუზიაროთ თქვენს კოლეგებს, მეგობრებს, მოსწავლეებს.

უამრავი რესურსიდან უფრო მარტივად მოსახმარი და პოპულარული  ათეულის  სია ასე გამოიყურება:




FlipQuiz-ი არის ონლაინ რესურსი რომელიც დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას შექმნას თამაშის მაგვარი გამოკითხვა შეჯიბრებისთვის. შეაჯამოს გარკვეული საკითხი საგაკვეთილო თემების მიხედვით, ან უბრალოდ, მოაწყოს სახალისო კონკურსები. შექმნილი რესურსი შესაძლებელია შეინახოთ, როგორც თქვენს მირ შექმნილი ონლაინ რესურსი, ჩაასწოროთ საჭიროების შესაბამისად და ნებისმიერ დროს გამოიყენოთ არსებული, ან მოდიფიცირებული სახით.

წარმოდგენა რომ შეგექმნათ ტესტის  შესახებ იხილეთ მარტივი ტესტი.



ვებგვერდი Riddle  არის საუკეთესო  რესურსი მასწავლებლებისთვის სიების, კითხვარის, ტესტების და სხვადასხვა სახის გამოკითხვებისათვის და, არა მარტო ამისთვის...
Riddle-ი პრეტენზიას აცხადებს, რომ არის საუკეთესო საკლასო რესურსი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შეიქმნას ინტერაქციული დავალებები, გამოკითხვები და ტესტები თავისი შეფასებებით. მთავარია მასწავლებელმა განსაზღვროს საჭიროებები და თემა, დანარჩენი Riddle-ის პრეროგატივაა..



QuizBean-ი არის ძალიან საინტერესო ინტერნეტ რესურსი კითხვარის წარმოებისთვის. მისი უფასო ვერსია უფლებას აძლევს მასწავლებელს, მოსწავლეს, განმანათლებელს, ან უბრალოდ დაინტერესებულ პირს, შექმნას 6 უფასო კითხვარი ან ტესტი, ხოლო 10 დოლარის გადახდის შემთხვევაში თქვენ შეუზღუდავი რაოდენობით ისარგებლებთ.
QuizBean-ში თქვენ შეძლებთ:

·         დაამატოთ იმდენი შეკითხვა რამდენიც გნებავთ;
·         კითხვების სახესხვაობები შეუზღუდავია;
·         მოხმარების წესი მარტივია და განსაკუთრებულ კომპიუტერულ უნარებს არ მოითხოვს;
·         შესაძლებელია განმარტებების დამატება თითოეულ შეკითხვაზე, რათა მოსწავლემ  განავრცოს საკუთარი პასუხი, ან გაამყაროს არგუმენტებით;
·         QuizBean-ი იძლევა საბოლოო შეფასებას რეპორტის სახით, თუ როგორ იქნა შესრულებული თითოეული ტესტი.
·          



Kahoot-ი არის სტუდენტების და მოსწავლეების კიდევ ერთი ცნობილი და საყვარელი რესურსი კითხვარების, ტესტებისა და გამოკითხვებისათვის. Kahoot-ი უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს და იძლევა ყველა საშუალებას, რომ მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში. ვებგვერდი უზრუნველყოფს მოსწავლეთა ხალისიან განწყობას. სხვადასხვა მულტიმედიური ელემენტების გამოყენებით შესაძლებელია ტესტური დავალებების გამდიდრება ვიდეოების, სურათებისა და ტექსტის ამონარიდებით. თითოეული შექმნილი რესურსი ხელმისაწვდომია სხვადასხვა მოწყობილობაზე - კომპიუტერი, ტაბლეტი, მობილური.  ამასთან ერთად, მასწავლებელს საშუალება აქვს გამოიყენოს ტესტის დროის მაკონტროლებელი და თითოეულ ტესტს მიანიჭოს გარკვეული დრო, რომლის ამოწურვის შემდეგ ტესტის პასუხი ავტომატურად შეცდომად ჩაითვლება.



Testmoz-ი არის საუკეთესო საშუალება ტესტისა და კითხვარის შესაქმნელად, როგორც ზემოთ აღნიშნული რესურსები. ტესტი მომხმარებელს ანიჭებს ქულებს ტესტის დასრულების შემდეგ. აპლიკაციის შემქმნელია მატ ჯონსონი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სტუდენტი ვანკუვერიდან. ამ აპლიკაციის სიძლიერე გახლავთ მისი სიმარტივე. Testmoz-ით შესაძლებელია სხვადასხვა სახის ტესტური დავალებების შექმნა, როგორიცაა: სწორი/არასწორი, ღია, დახურული, არჩევით პასუხებიანი და ა.შ.  შეკითხვის სურვილის მიხედვით ჩასწორება და მისი ცალკეულად გამოყენებაცაა შესაძლებელი.

კითხვარისა და ტესტის შექმნა შესაძლებელია ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. მათი გაზიარება და შენახვა კი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ შექმნილი რესურსი გაუზიაროთ კოლეგებს,  მოსწავლეებს, ან უბრალოდ, გამოაქვეყნოთ თქვენს ვებგვერდზე



Jeopardylabs-ი  განათლების სფეროთი დაინტერესებულ პირებს დაეხმარება მარტივი ინსტრუმენტების გამოყენებით შექმნან ინტერაქტიული თამაშები, ინტელექტუალური შეჯიბრი  ყველანაირი რეგისტრაციისა და შეზღუდვების გარეშე.  ყველა ზემოთ აღნიშნული რესურსი, და მათ შორის, ესეც უფასოა და შეძლებთ მათ  შეუზღუდავად გამოყენებას



Classtools-ი არის ონლაინ რესურსი არა მხოლოდ კითხვარის ან ტესტის შესაქმნელად, მას  უამრავი სხვა საშუალებებიც  გააჩნია. მაგალითად  კროსვორდების, ონლაინ  სამ განზომილებიანი გალერეა ხელოვნების მასწავლებლებისთვის  და, ყველაზე  მთავარი,  ვებგვერდის სიმარტივე, რეგისტრაციის საჭიროების არ არსებობა...
შექმნილი რესურსის გაზიარება შესაძლებელია როგორც საკუთარ საკლასო ოთახში ასევე ინტერნეტსივრცეშიც.



Google-ის სხვა უამრავ სიკეთესთან ერთად, აქვს ფუნქცია, შექმნათ სხვადასხვა ტიპის კითხვარი თუ ტესტი. Google Forms-ში შექმნილი რესურსი ავტომატურად ინახება თქვენი გუგლის ანგარიშის Drive-ზე, რომლის გამოყენება და ცვლილებები შესაძლებელია ნებისმიერ დროს თქვენი Google დოკუმენტებიდან. Google Forms-ს აქვს საშუალება თქვენს მიერ შექმნილი ტესტი გაანალიზოს და შესაბამისი ქულებიც მიანიჭოს. 



Quizlet-ი არის საუკეთესო ვებ-რესურსი სტუდენტებისა და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. ვებვერდი საშუალებას იძლევა გამოიყენო 10 მილიონი უკვე შექმნილი რესურსი სხვადასხვა საგანში,  საფეხურების მიხედვით, ინგლისურ ენაზე. მაგრამ ასევე შესაძლებელია დაინტერესებულმა პირმა, შექმნას  საკუთარი რესურსი,  გაუზიაროს როგორც კოლეგებს, ისე  მოსწავლეებს კლასის ფარგლებში თუ მის გარეთ, საშინაო დავალების სახით.



EasyTest Maker-იც  კითხვარისა და ტესტის შესაქმნელი ონლაინ რესურსია, სადაც შეგიძლიათ შექმნათ და ამობეჭდოთ ტესტი, თუ კითხვარი, ან შეინახოთ PDF ფორმატში. კითხვარის და ტესტის დავალებათა ტიპები შეუზღუდავია და მომხმარებელს მარტივად გასაგები ინსტრუმენტების გამოყენება უწევს, რაც აიოლებს ტესტისა თუ კითხვარის შედგენას.




გამოყენებული მასალები:


ნინა ბიწკინაშვილი

შესახებ ნინა ბიწკინაშვილი

ავტორის შესახებ მოკლე ინფო, სულაც ერთი აბზაცი

გამოიწერეთ ეს ბლოგი ფოსტაზე :
© განსაკუთრებული მადლობა .