ონლაინ სწავლა ინფორმაციული საზოგადოების განვითარების კანონზომიერი მოვლენაა და რეალიზებულია ახალი ინფორმაციული და ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიების საშუალებით.
დისტანციური სწავლების სათავედ შეგვიძლია 1728 წელი მივიჩნიოთ,
როდესაც
პირველად
გაზეთში
Boston Gazette განცხადება გაჩნდა: მასწავლებელი ეძებდა მსურველებს, რომლებსაც მასალას კვირაში ერთხელ გაუგზავნიდა. თუმცა დღეს ცნობილი
არ
არის,
იპოვა
თუ
არა
მან
სტუდენტები,
მაგრამ
ის
ნამდვილად
ცნობილია,
რომ
ეს
მეთოდი
აქტიურად
19-ე
საუკუნეში,
საფოსტო
სისტემის
დახვეწის
შემდეგ
ამოქმედდა. 1840-იან წლებში დიდ ბრიტანეთში ისააკ პიტმანი ფოსტის მეშვეობით ასწავლიდა სტუდენტებს. ლონდონის უნივერსიტეტი აცხადებს, რომ სწორედ მან დანერგა
პირველად
ოფიციალური
დისტანციური
სწავლება
1858 წელს.
მას
შემდეგ
და
მეოცე
საუკუნის
ბოლომდე
ეს
სისტემა
უფრო
და უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა, თუმცა ფეხი მხოლოდ კომპიუტერებისა და ინტერნეტის ფართოდ გავრცელების
შემდეგ
მოიკიდა.
ინტერნეტის
გავრცელებამ
და
კომპიტერული
ტექნოლოგიების
განვითარებამ
წინ
წამოწია
,,ონლაინ
სწავლა’’,
როგორც
დისტანციური
სწავლების
ახალი
ფორმა.
აღსანიშნავია
ისიც,
რომ
დისტანციური
სწავლება
განათლების
მიღების
კარგ
პირობებს
უქმნის
სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების
მქონე
მოსწავლეებსა
და
პენიტენციალურ
დაწესებულებებში
მყოფ
მსჯავრდებულებს.
სწავლების ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მსოფლიოს
მრავალ
ქვეყანაში
უმთავრეს
სახელმწიფოებრივ
პრიორიტეტად
ითვლება.
საქართველოში
მიმდინარე
განათლების
სისტემის
რეფორმისათვის
ერთ-ერთ რეალურ გზად გვესახება
სასწავლო‐აღმზრდელობით
პროცესში
ინტერნეტ
ტექნოლოგიების
ფართო
დანერგვა.
დისტანციური სწავლის უპირატესობა ისაა, რომ მოსწავლე სწავლისთვის თავად ირჩევს ადგილსა და დროს, ხოლო კომუნიკაციისათვის იყენებს ელექტრონულ
ფოსტას,
ჩათს,
სოციალურ
ქსელს
ან
სხვა საშუალებას.
თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ონლაინ კურსზე, რომელიც მორგებულია სსსმ-ის საჭიროებებზე. დისტანციური სწავლების მიმდინარეობისას გათვალისწინებული იქნება მოსწაველეთა
თავისებურებები
- ყურადღების
დეფიციტის დარღვევა,
ქცევის
კონტროლის დარღვევა,
მგრძნობელობის
დაქვეითება. კურსში მონაწილეობა მოსწავლეებს ბიძგს მისცემს მაქსიმალირად გამოავლინონ თავიანთი ინტელექტუალური და ფიზიკური მონაცემები. კურსში
ყურადღება მახვილედება შემდეგ საკითხებზე:
- თემები წარმოდგენილია სუბტიტრებიანი ვიდეოთი და გაკვეთილის დაგეგმვის გიდით, ასევე ემატება დამატებითი აქტივობები თემატიკის შესასწავლად.
- მოცემულია ინტერაქტიული სასწავლო მასალები, რომელიც საჭიროა ცოდნის გასაღრმავებლად.
რატომ არის ვიზუალური მასალა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
სსსმ სწავლას ვიზუალური მინიშნებები უადვილებს. ინფორმაციის მიწოდება ვიზუალური გზით ეხმარებამათ კომუნიკაციაში, ხელს უწყობს მეტყველების
განვითარებასა
და
ინფორმაციის
გადამუშავებაში.
ასევე,
დროთა
განმავლობაში,
ვიზუალიზაციის
დახმარებით,
ისინი
თავს
უფრო
დამოუკიდებლად
და
თავდაჯერებულად
გრძნობენ.
როგორი ვიზუალური მინიშნებების გამოყენებაც არ უნდა გადაწყვიტოთ, იქნება ეს ფოტო, ნახატი,
სიმბოლო
თუ
წარწერა,
მნიშვნელოვანია,
რომ
ისინი
შეუსაბამოთ
ბავშვის
ასაკსა
და
განვითარების
დონეს.
ქვემოთ
ჩამოთვლილია
ვიზუალური
მინიშნებების
ისეთი
მაგალითები,
რომლებიც
შესაძლოა
ყველა
ბავშვთან
გამოგვადგეს.
იხილეთ რესურსი მათემატიკაში:ქართულში:
2. კატა დიდია, თაგვი ……..?
თაგვი იცინის, კატა ………?
დისტანციური სწავლების ელემენტების გამოყენება დიდი იმედების მომცემია როგორც მასწავლებლებისათვის, ისე მოსწავლეებისათვის.
სასწავლო
მასალის
უმეტესი
ნაწილის
გადატანა
დისტანციური
სწავლების
რეჟიმში,
მასწავლებელს
უტოვებს
გამოთავისუფლებულ
დროს
იმისათვის,
რომ
ფართოდ
გამოიყენოს
დისკუსიები,
საქმიანი
თამაშები,
გადაწყვიტოს
სასწავლო
პრობლემები
და
სხვა.
ეს
არის პროცესი,
რომელიც
ქმნის
და
ხელმისაწვდომს
ხდის
სწავლას,
როდესაც
ინფორმაციის
წყარო
და
მიმღები
ერთმანეთისგან
დროით,
სივრცით
ან
ორივე
შემთხვევაში
დაშორებულნი
არიან.
შეგიძლიათ გაეცნოთ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სასარგებლო ონლაინ რესურსებს
შეგიძლიათ გაეცნოთ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სასარგებლო ონლაინ რესურსებს
http://cdi.org.ge/uploads/pages/alternative-report-on-the-implementation-of-crpd-education-cdi-geo-91.pdf
“ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები” - გაგოშიძე
სწავლების ახალი მეთოდოლოგია-ონლაინ სწავლა - დარეჯან გელაძე (GESJ: Education Science and
Psychology 2012 | No.1(20) International Scientific Conference:
"Education in the Era of Globalization - XXI Century Challenges''.
Materials - ISSN 1512-1801)
ავტორი: მაია ბაზღაძე