Saturday, January 14, 2017

გიორგი არავიაშვილი

e-learning, ელექტრონული სწავლება


გაგება თუ რას ნიშნავს e-learning ელექტრონული სწავლება ძალზედ მარტივია. ელექტრონული სწავლება არის კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლა-სწავლება, რომლის დროსაც თქვენ არ გიწევთ ტრადიციულ გარემოში რაიმე სახის ინფორმაციის მიღება, ტექნოლოგიების ერაში  მარტო ფიზიკური საკლასო ოთახი აღარ არის სასწავლო სივრცე. მთავარია გვქონდეს მობილური, ტაბლეტი ან კომპიუტერი და ინტერნეტ-კავშირი სულ ეს არის საჭირო იმისათვის, რომ  სწავლა შევძლოთ ნებისმიერ ადგილას, თუნდაც საკუთარ ოთახში გემრიელად მოკალათებულებმა.



ადრე ნასწავლი იყო ის, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ინფორმაციაზე. დღეს ინფორმაციაზე წვდომა ყველასთვის ძალიან ადვილია, ხოლო ინფორმაცია კი განუზომლად დიდი. წლების წინ მსოფლიოს ცნობილ უნივერსიტეტებში სწავლა ქვეყნიდან გაუსვლელად წარმოუდგენელი იყო, დღეს კი ონლაინრეჟიმში განათლების მიღება ძალზედ გამარტივდა.
  
21-ე საუკუნეში  მასწავლებელი აღარაა ინფორმაციის ერთადერთი წყარო, რომელსაც აქვს ერთადერთი სწორი პასუხი ყველა კითხვაზე. უამრავი სტრატეგია, წყარო და ფორმა არსებობს ინფორმაციის მიღების და სწავლისთვის”. მაგ. მულტიმედია საშუალებები: ვიდეო, აუდიო, გრაფიკული გამოსახულებები, ინფოგრაფიკები და ა.შ.

შეიცვალა მსოფლიო და აუცილებელი ხდება შეიცვალოს სწავლების სტილი, ვფიქრობ ჩვენ გვჭირდება შევხედოთ სწავლებას როგორც საგანმანათლებლო თვითორგანიზაციის პროდუქტს.  თუ მისცემ ამ პროცესს თვითორგანიზების საშუალებას სწავლება თავისით ხდება.

ელექტრონული სწავლება უფრო და უფრო პოპულარული ხდება, სწავლის ამ მეთოდს ცნობილი უნივერსიტეტები, ორგანიზაციები და ფიზიკური პირები გვთავაზობენ.

დღეს ელექტრონული სწავლების მრავალი პლათფორმა არსებობს, Coursera (www.coursera.org), Eliademy (www.eliademy.com) და EDX (www.edx.org), ვფიქრობ აღნიშნული პლათფორმები ყველაზე ცნობილია, თითოეულზე შეგიძლიათ ნახოთ როგორც ფასიანი ასევე უფასო კურსები. ზოგიერთ ელექტორნულ სწავლების პლათფორმაზე შესაძლებელია ფიზიკურმა პირმაც შექმნას კურსი და გაუზიაროს თავისი ცოდნა სხვებს. ზოგს ვერ წარმოუდგენია თუ როგორ შეიძლება შექმნას კურსი ხატვაში, ისტორიაში, მათემატიკაში და ა.შ. თუმცა დამიჯერეთ ,შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე შექმნათ ონლაინ კურსი.


შეიცვალა მსოფლიო და აუცილებელი ხდება შეიცვალოს სწავლების სტილი
მაშ ასე, ტექნოლოგიების გამოჩენამ განათლების ტრანსფორმაციას მისცა ბიძგი.იგი  ცვლის მთლიანად განათლების სისტემას. დღეს სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემების მიზანს წარმოადგენს, მოსწავლე გახდეს დამოუკიდებელი მსწავლელი, შეძლოს მოიძიოს და გააანალიზოს დაახარისხოს და გამოიყენოს   ინფორმაცია. 
ვფიქრობ ჩვენ გვჭირდება შევხედოთ სწავლებას როგორც საგანმანათლებლო თვითორგანიზაციის პროდუქტს. თუ მისცემ ამ პროცესს თვითორგანიზების საშუალებას სწავლება თავისით ხდება. სწორედ ეს ხდება ონლაინ  სასწავლო პლათფორმების არსებობის მიზეზი , რომლის   მიზანია  ტექნოლოგიების გამოყენების გზით მსოფლიოს განათლება . აქ ნებისმიერი ასაკისა და ინტერესების მქონე ადაიანს ეძლევა საშუალება საკუთარ ტემპში დროსა და სივრცეში ისწავლოს.
წარმოიდგინეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას ზრდასრულისთვის, ვისაც სრცხვენია დაბრუნდეს სკოლაში და ის ისწავლოს რაც მანამდე უნდა ესწავლა, სანამ კოლეჯში ჩააბარებდა.
ონლაინ ლექციების წარმატების მიზეზი ის არის რომ, სტუდენტს არ ეშინია ჩაუღრმავდეს იმას რაზეც კითხვის დასმას ჩვეულებრივ ლექციაზე ვერც კი გაბედავდა. ვთქვათ შენ ხარ უმაღლეს სასწავლებელში და აღარ გახსოვს თუ როგორ იყოფა ათწილადები, მაშინ არა მგონია გაბედო და იკითხო თუ როგორ ხდება ეს, რადგა ეს  იქ მყოფთა ჩუმ ღიმილს გამოიწვევს (იმის მიუხედავად რომ მათ 90% არ ახსოვს თუ როგორ კეთდება ეს), ხოლო როდესაც შენ ინტერნეტში სწავლობ,  მხოლოდ გჭირდება რომ მოძებნო საჭირო ვიდეო და უყურო მას.
ონლაინ სწავლება მნიშვნელოვანი ხდება ქუჩის ბავშვებისთვისაც, რომელებიც იძულებულები არიან დღის განმავლობაში თავიანთ ოჯახებს დაეხმარონ და არ შეუძლიათ სკოლაში სიარული. ონლაინ სასწავლო პლათფორმებით სწავლების შემთხვევაში მათ შეუძლიათ დახარჯონ ორი საათი დღეში რომ წამოიწიონ ან გარკვეულ დონეს მიაღწიონ და თავი უხერხულად არ იგრძნონ იმის გამო, რა იციან ან არ იციან.  ჩვენ ვიცით რომ  თანატოლები ერთმანეთს ასწავლიან   კლასში. მაგრამ რატომ არ შეიძლება თანატოლების სწავლების მეთოდი ონლაინ სივრცეშიც ხდებოდეს? წარმოიდგენთ რა მოხდება, თუ ერთი ბავშვი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ერთ დღეს ჩათში  თქვენს ბიჭს, ასწავლის, რაიმეს ან თქვენ ბიჭს შეუძლია ასწავლოს ბავშვს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ? ესე იგი იქმნება გლობალური საკლასო ოთახი მთელი მსოფლიოსთვის. 
ონლაინ სასწავლო კურსი  საუკეთესო საშუალებაა ყველამ თავის ბუნებრივ რითმზე მოირგოს სწავლის პროცესი. მოქნილი დრო სტუდენტებისთვის ლექციის გაცდენა და ამის გამო მასალაზე ჩამორჩენა პრობლემა აღარაა. სტუდენტები ვიდეოდან სწავლობენ ახალ მასალას. ეს ეხმარება დაკავებულ მოსწავლეებსაც, მაგ., ოლიმპიადებში ან სხვა ტიპის კონკურსებში მონაწილეობის გამო მასალას აღარ ჩამორჩებიან. კარგია ასევე, მოსწავლეებისთვის, რომლებიც შორს ცხოვრობენ და გაცდენა უწევთ (მაღალმთიან რეგიონებში).

სწორედ ეს არის ინტერნეტით სწავლის ხიბლი…
ონლაინ სწავლების დროს მიმდინარეობს შინაარსის ღრმად წვდომა. სტუდენტები მობილიზებულები არიან, რომ ისწავლონ და გაიაზრონ თემა და არა უბრალოდ დაიმახსოვრონ ინფორმაცა. ინსტრუქრორი სტუდენტს აცნობს სასწავლო მიზნებს და აწვდის რესურსებს, რომელიც საჭიროა ამ მიზნების მისაღწევად. სტუდენტმა უნდა დაამტკიცოს რომ მიზანს მიაღწია. თუ სტუდენტი ვერ აჩვენებს , რომ პროგრესს განიცდის, ინსტრუქტორი ,,დახმარების გეგმას“ ადგენს მისთვის. თითოეულ სტუდენტს ცოდნის კონსტრუირებაში შესაძლებელია სხვადასხვა დონის დახმარება დასჭირდეს. ასეთ შემთხვევაში ინსტრუქტორი აძლევს მითითებებს, დამატებით რჩევებს და მიმართულებებს , რომ  მან შეძლოს ისწავლოს, უფრო ღრმად ჩაწვდეს   და გადალახოს რთული კონცეფციები. დანარჩენებს კი სტრუქტურირებულ დახმარებას უწევს. სტუდენტს  შეუძლია უკან დაბრუნდეს და ხელახლა ისწავლოს ის, რაც გამოტოვა. შესაძლოა დასჭირდეს  ვიდეოს ყურება განმეორებით, სახელმძღვანელოდან ტექსტის წაკითხვა, დამატებითი ინტერნეტ რესურსის გაცნობა, ან შესაძლოა ინსტრუქტორმა ხელახლა აუხსნას საკითხი. კვლევების მიხედვით ამ პრინციპით კონტენტს მსწავლელების 80 % დაეუფლა, რადგან ყველა თავისი ბუნებრივი რიტმით სწავლობს.
ონლაინ სწავლების დროს სტუდენტი სწავლობს დროის მართვას, იძენს დროის მართვის მნიშვნელოვან უნარებს, როგორ შეარჩიოს პრიორიტეტები, მართოს თავისი დრო და რაც მთავარია ხდება Independent learner  (თვითმსწავლელი) , სწავლობს როგორ ისწავლოს.
დროისა და რესურსების გამოყენება ხდება ინსტრუქტორის  მხრიდანაც, რადგან წინასწარ აქვს მთლიანი კურსი გაწერილი სადაც ჩაშლილი აქვს თემები თავის დავალებებით და დიაგნოსტიკური ტესტებით, რომლის საშუალებითაც არკვევს რა საკითხზე ,, გაიჭედა’’ სტუდენტი, რომ შემდეგი მითითება მისცეს დასახმარებლად. თუ დიაგნოსტიკური ტესტი ან დავალებები აჩვენებს, რომ სტუდენტი ფლობს ამ საკითხს მაშინ ინსტრუქტორი შემდეგ საფეხურზე გადადის.
ონლაინ ჩათის საშუალებით სტუდენტისა და ინსტრუქტორს შორის ინტერაქცია იზრდება. ინსტრუქტორს შეუძლია უკეთესად განსაზღვროს სტუდენტის შესაძლებლობები, ვინაიდან აქტუალური საკითხები იშლება  ჩათში მონაწილეობის   დროს.
ინტერაქცია იზრდება არა მარტო ინსტრუქტორსა და სტუდენტს შორის, არამედ სტუდენტსა და სტუდენტს შორის. ისინი პასუხებს სცემენ ერთმანეთის მიერ დასმულ შეკითხვებს სხვადასხვა თემების ირგვლივ. სტუდენტები იმის მაგივრად, რომ მთლიანად ინსტრუქტორზე იყვნენ დამოკიდებულები, როგორც ცოდნის გავრცელების ერთადერთ წყაროზე , ერთმანეთისაგან სწავლობენ, მიმართავენ შეკითხვებით, დასახმარებლად. ეს პროცესი ბუნებრივად იძლევა გარემოს თანატოლთა განათლების (peer couching) ხელშესაწყობად. კვლევების მიხედვით ეს მძლავრი ინსტრუმენტია სწავლების პროცესში. ინსტრუქტორს ამ შემთხვევაში ტუტორის როლი აქვს. სტუდენტები აცნობიერებენ, რომ ისიც  იქვე არის მათ დასახმარებლად.  ინსტრუქტორის მთავარი დანიშნულებაა , რომ სტუდენტებს საფუძვლიანად გააგებინოს კონტენტი გაკვეთილზე და  რამდენადაც შესაძლებელია საუკეთესო მსწავლელებად ჩამოაყალიბოს ისინი.
ონლაინ სწავლების დროს სწავლება მიმდინარეობს ,,თამაშის პრინციპით“ ის სტუდენტები, რომლებიც სწრაფად აითვისებენ მასალას, შეუძლიათ წინ წავიდნენ, ახალ თემაზე გადავიდნენ, ან უფრო რთული დავალებები შეასრულონ. ,,თამაშის ელემენტია ამ პროცესში. სანამ ერთ ,,დონეს’’ არ დაეუფლები, შემდეგზე ვერ გადადიხარ. (ეს თამაშით სწავლების ძლიერი მხარეა).
  

ფიქრობ რომ შექმნა შენი ონლაინ კურსი? მაშინ იცოდე შემდეგი :
1.ფიქრობთ რომ 21-ე საუკუნისთვის შესაფერის ონლაინ კურსს შექმნით?
კურსი ინსტრუქტორზე უნდა იყოს მორგებული და არა პირიქით
2. ფიქრობთ რომ უახლესი პროგრამებით სწავლებაში ინოვატორი იქნებით?
ონლაინ კურსით სწავლება სულაც არ გულისხმობს უახლესი პროგრამებით სწავლებას
3. ფიქრობთ რომ ონლაინ კურსის წამოწყება და მასალების განთავსება კარგ ინსტრუქტორად გაგცევთ?
სწავლება უფრო მეტი რამაა ვიდრე უბრალოდ კარგი კონტენტის გადაცემა
4. ფიქრობთ რომ თქვენი საქმე უფრო გამარტივდება?
ონლაინ კურსი თქვენ საქმიანობას გაამარტივებს
როგორც ხვდებით ელექტრონული კურსის შესაქმნელად მხოლოდ ტექსტური ინფორმაციის ინტერნეტში განთავსება არაა საკმარისი.

იმისათვის რომ თქვენი ონლაინ კურსი წარმატებული გახადოთ მასზე უნდა განათავსოთ:
1. ტექსტური ინფორმაცია
2. ვიდეო ინსტუქციები
3. აუდიო მასალები
4. საპრეზენტაციო დოკუმენტები
5. შექმენით დავალებები
6. პერიოდულად მოახდინეთ ონლაინ ჩართვები
7. აწარმოეთ დისკუსიები თემის ირგვლივ


გიორგი არავიაშვილი

შესახებ გიორგი არავიაშვილი

ავტორის შესახებ მოკლე ინფო, სულაც ერთი აბზაცი

გამოიწერეთ ეს ბლოგი ფოსტაზე :
© განსაკუთრებული მადლობა .