ჰაკათონის მიზანია მოსწავლეების გაერთიანება, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა პროგრამული, დეველოპერული, დიზაინური და საინჟინრო სამუშაოების შესრულება. აგრეთვე, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა საინფორმაციო ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების ცოდნის და გამოყენების ხარისხის გამოვლენა ეროვნული სასწავლო გეგმის „ისტ“-ს სტანდარტის შესაბამისად.
სასკოლო ჰაკათონში მონაწილეობის სურვილი გამოხატა 1040 მონაწილემ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის კერძო და საჯარო სკოლებიდან. თუმცა, ონლაინ-ტესტირების შედეგების საფუძველზე, შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე 100 მოსწავლე (მე-6 - მე-12 კლასი) საქართველოს სხვადასხვა რეგონებიდან.
2017 წლის 12 თებერვალს, ქ. თბილისის „ტექნოპარკში“ მონაწილეები 17 გუნდად დაკომპლექტდნენ და 1 კვირის განმავლობაში მენტორებთან ერთად იმუშავეს იდეების რეალიზებაზე. ხუთ-ხუთი მოსწავლისაგან შემდგარი გუნდები ერთმანეთთან კომუნიკაციას ახდენდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
არასამთავრობო ორგანიზაციამ “DG Salt” რომლის სტრატეგიული მიზნებია „საზოგადოებაში ციფრული წიგნიერების განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და განვითარება“, გადაწყვიტა აქტიურად ჩართულიყო პროექტში და გაეწია პარტნიორობა. “DGSalt” – ი გუნდი „Discovery“-ს მენტორი გახდა.
2017 წლის 19 თებერვალს გაიმართა დასკვნითი ღონისძიება, სადაც მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს დასრულებული პროექტების პრეზენტაცია. სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ (აწსუ რექტორი გიორგი ღავთაძე, Microsoft-ის წარმომადგენელი საქართველოში - შოთა მურცხვალაძე, მალხაზ ჯინჯიხაძე, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი - ნინო მარღიშვილი, გიორგი ჩაჩუა) გამოავლინა სამი გამარჯვებული.
"DG Salt"-ის მენტორობით გუნდმა „Discovery“ მესამე ადგილი მოიპოვა.
ამ გუნდის მონაწილეებმა შექმნეს მობილური აპლიკაცია, რომელიც მათემატიკის სწავლებას უფრო სახალისოს ხდის, ე.წ. ხრიკებით, რომელიც თამაშებში და ამოცანებშია ჩადებული.
გუნდის წევრებს საჩუქრად გადაეცათ Samsung galaxy-ს სმარტფონები და მერიის სასაჩუქრე პაკეტები.
ჰაკათონის ფარგლებში ასევე გამოცხადებული იყო ვიდეო რგოლის შექმნა, სადაც გუნდმა „Discovery“-მა წარმოადგინა შემდეგი.
ორგანიზაცია "DG Salt"-ი მომავალშიც გეგმავს დაეხმაროს მოსწავლეებს ზემოთ აღნიშნული აპლიკაციის დახვეწაში, ასევე მზადაა ყველა წარმატებულ და კრიატიულ ახალგაზრდებს დაუდგეს გვერდში!
აღნიშნულ აქტივობასთან დაკავშირებული ინფორმაცია: