სურათზე: CS50 კურსის ლექცია |
თუ რამდენიმე წლის წინ პედაგოგებს თაგვის მარცხენა და მარჯვენა კლავიშის ინსტრუქციის შესაბამისად „დაწკაპებაზე“ განმავითარებელ შეფასებას ვაძლევდი — მა'ლადეც, დღეს ვეუბნები:
— თუკი ზამთრის მორიგ სუსხიან დილას აღმოაჩენთ, რომ საკლასო ოთახი ცარიელია, ე.ი. თქვენი გუშინდელი პრეზენტაცია არაეფექტური იყო. მეც დაგეთანხმებით, რომ თქვენ დიდი ჯაფა გაწიეთ, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია თქვენთვის. ნეტავ სად არიან ახლა თქვენი მოსწავლეები? გაიკითხეთ. იქნებ კომპიუტერებთან სადმე თბილად მოკალათებულები მყუდროდ სასიამოვნო მუსიკის ფონზე მსოფლიოში ყველაზე უკეთესი — ჰარვარდის უნივერსიტეტის ყველაზე ცნობილ კურსს ონლაინში ისმენენ?
და თუ ამ კითხვაზე დადებით პასუხს მიიღებთ, ეს იქნება ნიშანი, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მატარებელმა უკვე ჩაგიწუილათ...
დიახ, ეს რეალობაა. და ეს არაა ვირტუალური (ან არის ვირტუალური). როგორც გინდათ ისე დაარქვით, ფაქტია რომ დღეს თქვენს მოსწავლეებს საშუალება აქვთ უფასოდ გაიარონ ჰარვარდის უნივერსიტეტის საბაზო ონლაინ კურსი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ყველაზე რეიტინგული CS50. ამ დონის განათლების მისაღებად სულაც არაა აუცილებელი ისეთ დაწესებულებაში იარო, სადაც ერთი მხრივ ფორმით სიარულს გაიძულებენ და თმის სიგრძეს გიმოწმებენ, ხოლო მეორე მხრივ ცარციან ხელს ვერსად დაიბან. აქ კი ჰარვარდის კურსს ისმენ შორტებში და კედებში....
დააკვირდით დეტალებს |
ჰოდა, ბარემ, ამ კურსზე მოგიყვებით რამდენიმე სიტყვით:
კურსი იმდენად კარგია, რომ იელის უნივერსიტეტმა თავის კურსზე უარი თქვა და Harvard CS50ზე გადავიდა.
მთლიანი კურსი მისაწვდომია ინტერნეტ მისამართზე cs50.harvard.edu. ამ გვერდზე გარდა ლექციის ვიდეოჩანაწერისა, განთავსებულია ყველა რესურსი: ჩანიშვნები, ამოცანის დასმა-გადაწყვეტა, ტრანსლაციისას გამოყენებული ყველა სლაიდი და რათქმაუნდა სოურს კოდები. (სხვათაშორის პირველი კვირის ლექციის სოურს კოდები მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაჩხაპნ საიტზეა (ასე ქვია scratch ინგ. ჩხაპნა, ამოკაწრული) განთავსებული. სხვები კი ჩვეულებრივი C ლისტინგებია.) რაც ერთი შეხედვით ვნახე ესაა. ხო კიდევ, სულ ამ წუთას რაც ვნახე: ხარისხი რომ შეიგრძნოთ გადახედეთ როგორ არის გაკეთებული სტაფ-ის გვერდი. სწორედ ამ გვერდმა შემაცვლევინა თავდაპირველი განზრახვა – მხოლოდ სურათის და ბმულის დადება და შემდეგ Tatia Johnson-ისთვის გაზიარება – შემეცვალა ამ პოსტით.
მოკლედ ამ გვერდზე არის:
- დისკუსიის გვერდი
- ხშირად დასმული კითხვები
- რაღაც უუუუზარმაზარი (ერთი შეხედვით ასე ჩანს) ფინალური პროექტი;
- ლექციები (ზევით უკვე დავწერე)
- ტესტები
- ცნობარები (ძირითად С ბიბლიოთეკების აღწერა)
- ლექციების ცხრილი
- და ჰოი საოცრებავ, ხომ გითხარით გვერდზე ყველაფერიაო, შეცდომაც კი არის :) , Seminars ბმული ასეთ სურათს იძლევა
ამ გვერდის შემყურე, ჰარვარდს, მე კიდევ უფრო ვაფასებ...
გავაგრძელებ: (ცოტა დარჩა)
- თანამშრომლები; (ამ გვერდზეც გირჩიერთ, აუცილებლად ნახეთ-თქო)
- შესწავლა(ო)
- და ისევ შეცდომის გვერდი (ეს უკვე არ მომწონს)
- და ბოლოს სილაბუსი
ესეც ერთი ვიდეო
უნდა აღვნიშნო, რომ სტუდენტებს კოდების გატესტვა სპეციალიზირებულ ღრუბლოვან CS50 IDE (ასე ქვია:) გარემოში შეუძლიათ. ესეც საკმაოდ დიდი პლიუსია ამ კურსისთვის. თუმცა არიქადა დიდი სიახლე არაა.
და ბოლოს ორიოდე სიტყვით კურსის ლექტორებზე, პროფესორი დევიდ მალან
დასახელებულია ყველაზე ცნობილ მსოფლიო კომპიუტერულ პედაგოგად. (პრომოში ასევე მოიხსენიება მარკ ცუკერბერგი და სტვივ ბალმერი, მაგრამ მე ეს ორი უკანასკნელი საიტზე ვერ ვნახე). როგორც კი გავიგებ რამე სიახლეს დავწერ...
მოკლედ თქვენი მოსწავლეების განათლებაზე არ იდარდოთ, ჰარვარდზე უკეთესს და მეტს თქვენ მათ ვერ შესთავაზებთ, მაგრამ DgSALT დახმარებით თვენ შეძლებთ, თქვენი ჩვეულებრივი პრეზენტაციებიანი გაკვეთილები არა ჩვეულებრივები გახადოთ
გისურვებთ წარმატებებს და ველი თქვენს გამოხმაურებას კომენტარებში!