დღეისათვის უამრავი
ადამიანი იყენებს ინტერნეტს, ინტერნეტში სამუშაოდ კი
იყენებენ ბრაუზერებს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია Google
Chrome. მაგრამ მომხმარებელთა უმრავლესობამ
არ იცის, რომ გარდა ინტერნეტ ბრაუზერისა, მას
გააჩნია კიდევ უამრავი ჩასაშენებელი აპლიკაცია, რომელიც შესაძლებელია გამოვიყენოთ
ჩვენი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სასწავლო საჭიროებებისათვის.
ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ
მათემატიკურ აპლიკაციებს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის. აპლიკაციების გამოყენება
შესაძლებელია როგორც პერსონალურ კომპიუტერებზე , ლეპტოპებზე, ასევე პლანთეტებსა და
სმარტფონებზე - Google Chrome ბრაუზერის
ვერსიების სახით.
პირველი აპლიკაცია რომელიც
მინდა შემოგთავაზობთ, არის გეობორდი (ინგლისური სიტყვა geoboard). ზოგიერთი
წყაროს ცნობით ეს მოწყობილობა გამოიგონა მათემატიკოსმა კალებ გატტეგნომ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში. სურათზე გთავაზობთ
გეობორდის სტაციონარულ დაფას, რომელზეც შესაძლებელია:
· - მოსწავლემ
ააგოს მოცემული სიგრძის მონაკვეთი;
· - მოსწავლემ
განივითაროს მრავალკუთხედების ამოცნობის და აგების უნარი, მოცემული -წვეროების (გვერდების)
რაოდენობის გათვალისწინებით.
· - განასხვავოს
მართობული და პარალელური წრფეები;
· - შეძლოს
ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების აღწერა და ანალიზი;
· - სამკუთხედების
ტიპების დადგენა;
· - გაიაზროს
ფართობის და პერიმეტრის ცნების არსი და დააგროვოს შესაბამისის ცოდნა.
·
და ა. შ.
თავისთავად შესაძლებელია
ასეთი ხელნაკეთი დაფის დამზადება, მაგრამ დამეთანხმები, როდესაც 1:1 ელექტრონული სწავლების
ფარგლებში ყველა მოსწავლე დაწყებით საფეხურზე ფლობს საკუთარ ნეთბუქს, ამ რესურსის მიზნობრივი
და ეფექტური გამოყენება საშუალებას მოგვცემს უკეთ მოვახდინოთ ციფრული სამყაროს ინტეგრირება
ჩვენს ყოველდღიურ პედაგოგიურ საქმიანობაში.
აპლიკაციის დასაინსტალირებლად,
გახსენით თქვენი ან მოსწავლეების კომპიუტერის ბრაუზერი Chrome, შემდეგ გახსენით ახალი გვერდი New Tab, დააწკაპეთ Apps - აპლიკაციები
აპლიკაციების გვერდზე
შეარჩიეთ Web Store
და ძებნის ველში აკრიფეთ „Geoboard, byThe Math Learning Center“
ან გადააკოპირეთ ეს
ბმული Chrome-ს ბრაუზერში: https://chrome.google.com/webstore/detail/geoboard-by-the-math-lear/gaakmmdiopnmcenkojohldanladpajak
დააწკაპეთ
ღილაკს.
დაეთანხმეთ აპლიკაციის
დამატების ოსტატს
:
აპლიკაცია დაინსტალირდა
თქვენს კომპიტერში, მის გასახსნელად Apps ველში დააწკაპეთ Geoboard ლოგოს.
აპლიკაცია დაინსტალირებულია.
შეგიძლიათ შეუდგეთ სამუშაოს:
გაგიზიარებთ გამოყენების
რამდენიმე მაგალითს:
ნაწილების ამოცნობა-
მთელი, წილადი ნაწილი:
ფიგურების პერიმეტრის
და ფართობის გამოთვლა:
სხვადასხვა ფიგურების აგება:
შემდეგ პუბლიკაციებში,
გაგაცნობთ სხვა აპლიკაციებს, რომელთა გამოყენებაც
შესაძლებელია სწავლებაში.
გამოყენებული რესურსები:
1.
https://chrome.google.com/webstore/detail/geoboard-by-the-math-lear/gaakmmdiopnmcenkojohldanladpajak
2.
სურათი : https://encrypted-tbn3.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcRjMa8Awa5UX9ryCBg77-pJGLQNhrnY1ZArmNH7sx0KSEY8Zay23w